ტარიელ ნაკაიძე "ევროპულ საქართველოს" ტოვებს და პარლამენტში შედის 

გამოქვეყნდა:

ტარიელ ნაკაიძე "ევროპული საქართველოს" დატოვებასა და პარლამენტში, დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შესვლას აპირებს.

განცხადება ნაკაიძემ ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა:

"გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პოლიტსაბჭომ პარლამენტში არ უნდა შევიდეს, მე ვემხრობი ამ გადაწყვეტილებას და ვუჭერ მხარს ამ მიმართულებით. თუმცა ჩემი სპეციფიკური ბექგრაუნდიდან გამომდინარე და იმ წარმომადგენლობით ფორმიდან გამომდინარე, რომელიც მე ამ შემთხვევაში მაქვს უმცირესობებთან დაკავშირებით და ყველა ის გამოკითხვა,რომელიც მე ვაწარმოე ამ დროის განმავლობაში, მაძლევს საფუძველს, რომ მე დამოუკიდებლად ვიყო პარლამენტის წევრი. რა თქმა უნდა, ვერ წარმოვადგინო "ევროპული საქართველო",- განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

მისივე განცხადებით, ის პარლამენტში არსებულ ფრაქციაში გაწევრიანებას ჯერჯერობით არ გეგმავს და დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება. 

"ევროპულმა საქართველომ" დღეს პოლიტსაბჭოზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი