სისხლიანი ანგარიშსსწორება თბილისში. მძიმედ არის დაჭრილი 21 წლის ახალგაზრდა. გიგი თოლორაიას უცნობმა მამაკაცმა უამრავი გამვლელის თვალწინ დანით 3 ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. თვითმხილველები ამბობენ, რომ სისიხლიან ინციდენტამდე დაპირისპირება არ ყოფილა, დაზარალებული თავდამსხმელს არც კი იცნობდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ბრალდებულს, რომელიც პოლიციამ თავდასხმიდან მალევე, სავარუდოდ, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გაშიფრვის შემდეგ დააკავა, ფსიქიკური პრობლემები აქვს.
ერთადერთი, რასაც დაჭრილის დედა "მთავარ არხთან" ამბობს, არის ის, რომ გიგი თოლორაია არ იცნობს იმ პირს, ვინც ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა.
იხილეთ ასევე: