"ვიღაცამ დაარტყა დანა და გაიქცა" - გლდანში მომხდარი დაჭრის თვითმხილველი

გამოქვეყნდა:

გლდანში, 21 წლის ახალგაზრდის დაჭრას თვითმხილველი ჰყავს. როგორც ქალი "მთავართან" საუბარში ამბობს, დაინახა როგო დაესხა თავს შეიარაღებული პირი ახალგაზრდას.

როგორც თვითმხილველი ამბობს, დაჭრამდე არანაირ შელაპარაკებას ან კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია და როგორც დაჭრილმა უთხრა, თავდამსხმელს არც კი იცნობდა.

"ვიღაცამ დაარტყა დანა და გაიქცა. ის ბიჭი თავისთვის მოდიოდა, კიბეზე უნდა ასულიყო" - ამბობს თვითმხილველი.

21 წლის გიგი თოლორაია  ომარ ხიზანიშვილის 56 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს. ის ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული. შსს-მ ბრალდებული 117-ე მუხლით დააკავა, რაც რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი