მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის - ვინ იქნებიან მერობის კანდიდატები

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის გუნდი ისევ გაურკვევლობაშია - არჩევნებამდე 5 თვით ადრე "ქართულ ოცნებას" მერობის სავარაუდო კანდიდატისგან საბოლოო თანხმობა ჯერ არ აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ კახა კალაძემ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო, ისევ ბუნდოვანი რჩება დამოუკიდებლად, თუ "ქართული ოცნების" სახელით იყრის კენჭს თბილისის მოქმედი მერი. "ოცნების" ლიდერები ფსონს ისევ კალაძეზე დებენ, თუმცა გუნდის ასევე გავლენინი წევრების განცხადებები ირიბად მიანიშნებს, რომ კალაძე ყველასთვის მისაღები არ არის.

პარალელურად დიდი და ხანგრძლივი კონსულტაციებისთვის ემზადება ოპოზიცია, რომელმაც პრინციპული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ოპოზიციის გადასაწყვეტია, როგორ დაუპირიპირდება ოლიგაქრიულ რეჟიმს თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელმაც ვადამდელი არცევნების ბედიც უნდა გადაწყვიტოს. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კამპანია ზაფხულიდან აქტიურად დაიწყება. შემოდგომის ამ არჩევნებმა განსაკუთრებული მნიშვნებლობა მას შემდეგ შეიძინა, როდესაც 19 აპრილს შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოეწერა. სწორედ მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, გაიმართება თუ არა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი