"ასეთი ძეგლის "გალამაზება" არ უნდა მოხდეს" - ქნირში ბერლინის კედლის ფრაგმენტის დაზიანებაზე

გამოქვეყნდა:

"რა თქმა უნდა, ასეთი ძეგლის "გალამაზება" არ უნდა მოხდეს" - აცხადებს საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში გია გაჩეჩილაძის მიერ რიყეზე ბერლინის კედლის ფრაგმენტის დაზიანებსათნ დაკავშირებით. ქნირშს წერილით არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა თაობის" წარმომადგენლემა, დავით დონერიანმა მიმართა. 

მისივე თქმით, მომავალში არ აპირებს საკითხით ისევ დაინტერესდეს.

"რა თქმა უნდა, ასეთი ძეგლის "გალამაზება" არ უნდა მოხდეს. მაგრამ მეორეს მხრივ საჯარო ადგილები განკუთვნილია შეკრებებისა და აქციებისთვის - ეს მნიშვნელოვანია დემოკრატიის პირობებში. ჩემი მხრიდან არ ვაპირებ ამ საკითხით კვლავ დაკავებას", - ამბობს ჰუმერტ ქნირში.

შეგახსენებთ, რომ  "უცნობმა" 9 აპრილს რიყეზე ბერლინის კედლის ფრაგმენტზე, წარწერა "ღმერთი სიყვარული არს" დატოვა. მერიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებას ვანდალიზმი უწოდა და განაცხადა, რომ "უცნობს" 1 000 ლარით დააჯარიმებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი