პრემიერმა გააკეთა განცხადება, ვერაფერს დავამატებ - ზარქუა ოთხოზორიას მკვლელობაზე

გამოქვეყნდა:

5 წელი გავიდა გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ისევ მკვლელობაში დამნაშავე პირების სრული სიმკაცრით დასჯის პირობას დებს. ამ დრომდე გიგა ოთხოზორას საფლავზე მხოლოდ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ჩავიდა. 

"ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ბერკეტები არ აქვს იმისთვის, რომ იდენტიფიცირებული დამნაშავე ჩამოიყვანოს და დასაჯოს.

"ამ თემასთან დაკავშირებით უკვე განცხადება გააკეთა ჩვენმა პრემიერმა და მეტს ვერ დავამატებ. პასუხი ისაა, რომ რაც პრემიერმა გააკეთა განცხადება, იმას ვერაფერს დავამატებ, ჩვენ არ გვაქვს ბერკეტები, შესაძლებლობა რომ ის დამნაშავე, რომელიც იდენტიფიცირებულია ჩამოვიყვანოთ, დავაკავოთ. დანარჩენი ყველა საერთაშორისო ბერკეტს ვიყენებთ, მაქსიმუმს ვაკეთებთ რაც ჩვენ შესაძლებლობაშია", - თქვა ირაკლი ზარქუამ. 

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი დაპუტატის გივი მიქანაძის განცხადებით, საერთაშორისო დიპლომატიურ დონეზე ეს საკითი დღისწესრიგშია დაყენებული ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე და ხელისუფლება იმას აკეთებს, რაც შესაძლებელია. 

შეგახსენებთ, რომ დღეს 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ე.წ. მესაზღვრემ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან გასროლით გიგა ოთხოზორია მოკლა.

ქართულმა მხარემ რაშიდ კანჯი ოღლი, გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქართველომ კანჯი ოღლი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა. რაშიდ კანჯი ოღლის აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ 2017 წელს, სასჯელის ზომად მხოლოდ შინაპატიმრობა მიუსაჯა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი