ივანიშვილის მორიგი დაპირება ჩავარდა | გერმანიაში დასაქმებულები გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

მონური შრომისთვის გაწირული საქართველოს მოქალაქეები. პირადად ბიძინა ივანიშვილის მითითებითა და საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით განხორციელებული დასაქმების პროგრამა ჩავარდა. ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც გერმანიაში უკიდურესი გაჭირვებისგან თავის დასაღწევად გაემგზავრნენ,  ტრეფიკინგის მსხვერპლებად იქცნენ. 

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ჩვენი არაერთი თანამოქალაქის ვიდეო, რომელშიც არაადამიანურ სამუშაო და საცხოვრებელ პირობებზეა საუბარი. ხელისუფლება პასუხად მხოლოდ იმას ახერხებს, რომ პრობლემების შექმნაში გერმანულ მხარეს ადანაშულებს.

უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეები, რომლებმაც საქართველოდან წასვლა გადაწყვიტეს, ყვებიან, რომ მდგომარეობა მძიმეა და მათთვის წინასწარ ცნობილი შესასრულებელი სამუშაო რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რასაც კონტრაქტი ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი