
აისელ აიტპაევას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმემ, შესაძლოა, გაცილებით დიდი მასშტებები მიიღოს. ქართველ ძალოვანებთან ერთად გამოძიებაში ყაზახი სამართალდამცველები ერთვებიან.
მურად მეირბეკოვს კი რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, ძალადობისა და გაუპატიურების გარდა, ადამიანებით ვაჭრობას სამშობლოშიც ედავებიან. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა გარდაცვლილი ქალი ტრეფიკინგის მსხვერპლი.
"მთავარ არხს" კომპანიის მფლობელმა, სადაც აიტპაევა მუშაობდა, დაუდასტურა, რომ "ყაზავტოტრანსი" ადამიანებით ვაჭრობის სქემაში იყო ჩართული და ყაზახი ძალოვანები საქმეს სწორედ ტრეფიკინგის მუხლით იძიებენ.
იხილეთ ასევე: