საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი მნიშვნელოვანია, რომ როგორც ჩანს, საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით მხარეებს შორის ფართო კონსენსუსი არსებობს. მისივე თქმით, ეს ყველაფერი ძალიან იმედისმომცემია.
ჰარცელი აცხადებს, რომ თამარ ჟვანიას საკითხი 19 აპრილის შეთანხმებაში გათვალისწინებული არ იყო თუმცა მხარეებზეა დამოკიდებული გააგრძელებენ თუ არა ამ დისკუსიას.
"რაც შეეხება გუშინდელ შეთანხმებას, მე არ ვიცი დეტალები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც ჩანს ფართო კონსენსუსი არსებობს ამ პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც იმედი მაქვს 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას იცავს, ახლა ვენეციის კომისიამ უნდა ნახოს ეს პროექტი და თავისი შეფასებები დადოს, ან ახალი რეკომენდაციები გასცეს. თუმცა, როგორც მე ვუყურებ, ეს ყველაფერი ძალიან იმედისმომცემია.
იყო დისკუსიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელმძღვანელობის შესახებ, თუმცა თამარ ჟვანიას საკითხი არ იყო 19 აპრილი შეთანხმებაში გათვალისწინებული და ახლა მხარეებზეა დამოკიდებული გააგრძელებენ თუ არა ისინი ამ დისკუსიას", - თქვა კარლ ჰარცელმა.
ამავე თემაზე: