პრობლემა ხელისუფლებისგან მომდინარეობს - ნაცვლიშვილი წარწერაზე 51-ე სკოლაში

გამოქვეყნდა:

"ლელოს" წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით, 51-ე სკოლაში დაფაზე გაკეთებული წარწერა, იმ პროცესების მაჩვენებელია, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება ხელს უწყობს. როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, მსგავს საკითხებზე ხელისუფლების წარმომადგენლების დამოკიდებულება ადასტურებს, რომ პრობლემა მათგან მომდინარეობს.

"სიმართლე გითხრათ, მე სოციალური მედიის მეშვეობით ვნახე ეს წარწერა, მეც მშობელი ვარ სექტემბერში ჩემი შვილი სკოლაში უნდა წავიდეს და ნაკლებ სიტყვას ვერ გამოვიყენებ - დავიზაფრე.

ეს არის მაჩვენებელი იმ საზოგადოებრივი, ძალიან მძიმე პროცესებისა, რომელმაც ფრთები გაშალა ქართული ოცნების პირობებში. ამ თემაზე ხელისუფლების წარმომადგენლები ან საერთოდ არ საუბრობენ ან საუბრობენ აგდებით და ძალიან არასერიოზულად, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრობლემა მათგან მომდინარეობს",- თქვა ანა ნაცვლიშვილი.

"ქურდებს სიცოცხლე" - ამ წარწერით 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელს დახვდნენ. სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ამბობენ, რომ სკოლაში კრიმინალური მენტალიტეტი არ დაბრუნებულა და წარწერა მხოლოდ ხუმრობა იყო. განათლების ექსპერტები კი მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას განათლების სამინისტროს აკისრებენ.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი