4 ტილო, რომელზეც დღეს კულტურის მინისტრმა ისაუბრა, ჩეხეთში, საქართველოს საელჩოში გაიგზავნა - ამის შესახებ კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით ცხადაძე გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრობს და ამბობს, რომ ეს არის მიღებული პრაქტიკა, როდესაც ქვეყნის კულტურული ექსპონატები სხვა ქვეყანაში პოპულარიზაციის მიზნით დროებით გააქვთ. ცხადაძის თქმით, ამ შემთხვევაშიც ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი და ნახატები საელჩოს შენობაში, სხვადასხვა ოთახებში იყო გამოფენილი - "თუ ეს ტილოები ოჯახებშია, უნდა ჩაერთოს შესაბამისი სტრუქტურები" - ამბობს დავით ცხადაძე.
მისივე ინფორმაციით, ტილოები კულტურის სამინისტრის საცავში ინახებოდა.
"ეს სურათები გასუფთავდა, მოემზადა საექსპოზიციოდ და სპეციალური კონტეინერებით გაიგზავნა ჩეხეთში, საქართველოს საელჩოში" - ამბობს ცხადაძე "მთავარი არხის" ეთერში საუბრისას.