საჭიროება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან - მარსაგიშვილი მოსამართლეების არჩევაზე

გამოქვეყნდა:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი საბჭოს მიერ, 26 მაისს ჩანიშნულ XXIX რიგგარეშე კონფერენციას, რომელზეც დაგეგმილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევა, კანონის მოთხოვნით ხსნის.

როგორც მარსაგიშვილი განმარტავს, ის პროცედურები, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იგეგმება, არ ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას.

"მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების საჭიროება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან, ვინაიდან ივნისის თვეში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, მათ შორის 4 მოსამართლეს გასდის ვადა. კანონი არ ითვალისწინებს ამ წევრების ვადის გაზრდის რაიმე შესაძლებლობას ან პროცედურას და სასამართლო სისტემა და მოსამართლეთა კონფერენცია ვალდებულია, რომ აირჩიოს წევრები. იუსტიციის საბჭოში შეიძლება გულისხმობს, საბჭოს მიერ რაღაც პროცედურების ჩატარებას, არ ვგულისხმობ, რომ ამ ჩანაწერით იგულისხმება, საბჭოს წევრების არჩევის შეჩერება", - ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

ცნობისთვის, ვადა ეწურება 4 მოსამართლეს - დიმიტრი გვრიტიშვილს, ვასილ მშვენიერაძეს, ირაკლი ბონდარენკოსა და ირაკლი შენგელიას.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი