მმართველი გუნდი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას არ აპირებს. ხელისუფლება აცხადებს, რომ მსგავსი შეთანხმება 8 მარტის შეხვედრებზე არ დადებულა.
არჩილ თალაკვაძის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძეც მიმართავს შეხვედრის მონაწილე ელჩებს.
მისი თქმით, სწორედ დიპლომატებმა უნდა დაადასტურონ მათი განცხადებები, რომ ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებაზე შეთანხმება არ ყოფილა.
გვინდა ელჩებს ვთხოვოთ, რომ მათ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, რა იყო შეთანხმების შინაარსი. იყო თუ არა შეთანხმების შინაარსი უკანონო ჩარევა სასამართლოს, პროკურატურისა დ პრეზიდენტის უფლებამოსილებაში. თუ ოპოზიცია ემუქრება საზოგადოებას, რომ ის ჩაშლის საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ არ გათავისუფლდება სამი პირი, ეს იქნება, ბუნებრივია, მთლიანად მათი პასუხისმგებლობა, ეს თუ ასე მოხდა. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ პრევენციული ზომა, რომ ეს ასე არ მოხდეს, - აცხადებს კობახიძე.
კობახიძე თქმით, ახლა საზოგადოებას ოპოზიციიდან ემუქრებიან, თუმცა იმედი აქვს, რომ მათი ოპონენტები მუქარას ვერ განახორციელებენ.