ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ძმისშვილის, ქემალ არძინბას მკვლელობის საქმეზე 1992 წელს დაბადებული სოხუმელი ბატალ ფილია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ვარცლებს.

ქემალ არძინბაზე თავდასხმა 18 მაისს მოხდა. მას ცეცხლი არსებული ინფორმაციით, ორმა პირმა გაუხსნა. არძინბა მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი