
აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოს დაზარალებული მეზღვაურების დაკითხვა გრძელდება,
მათი ოჯახის წევრები კი გარეთ არიან შეკრებილები. ისინი თაღლითურ სქემაზე საუბრობენ და ითხოვენ დამნაშავეების დასჯას და თანხის უკან დაბრუნებას.
ბათუმში ათობით მეზღვაური კომპანია "ბეშიქთაშქ გრუპს" თაღლითობაში ადანაშაულებს. დაზარალებულების თქმით, ოფისის ორმა თანამშრომელმა კი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებმა მათ 500-დან 800 დოლარამდე თანხა გამოართვეს და გემზე დასაქმებას დაპირდნენ. თუმცა თანხის გადაცემის შემდეგ გაუჩინარდნენ. ამბობენ, რომ თაღლითური სქემის მონაწილე საქართველოს მოქალაქეებიც არიან.
აჭარის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მეზღვაურებს აფრთხილებს სააგენტოში გადაამოწმონ დამსაქმებელი კომპანიის მონაცემები, რომ მსგავსი გაუგებრობა არ მოხდეს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.
ამავე თემაზე: