3 ქალი და 5 მამაკაცი - საბერძნეთში ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფება აიყვანეს. სპეცოპერაცია ქალაქ ატიკში 18 სხვადასხვა ლოკაციაზე ერთმანეთის პარალელურად ჩატარდა. ქურდობის ბრალდებით 8-კაციანი ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავეს.
ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ბრალდებულები ძვირადღირებულ ტექნიკას, საიუველირო ნაკეთობებსა და საათებს იპარავდნენ. საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოიღეს 6220 ევროს ღირებულების ორი ავტომობილიც.
დაკავებულების ნაწილი კახეთში ცხოვრობს. ოჯახის წევრებს არ აქვთ ბევრი ინფორმაცია რას საქმიანობდნენ საბერძნეთში მათი ახლობლები.