დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე მომხდარ დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. "მთავართა" საუბარში დაკავებულის მამა ამბობს, რომ ახალგაზრდებს შორის იყო კამათი და მის შვილს დანა არ ჰქონია.
კრიმინალური შემთხვევა დედაქალაქში გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. დაჭრილს დაზიანებები დანით აქვს მიყენებული. ახალგაზრდას კლინიკაში გადაყვანისთანავე ოპერაცია ჩაუტარდა, ამჟამად კი მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გამოძიება მომხდარზე სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.