400 კომპანიის წარმოების ჩინეთიდან საქართველოში გადმოსატანად მხოლოდ სურვილი არ კმარა - "ლელო"

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობა 400-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიას წარმოების ნაწილის საქართველოში გადმოტანას სთავაზობს.

ეკონომიკის მინისტრის ნათუა თურნავას ამ შეთავაზებას პოლიტიკური გაერთიანება "ლელო" გამოეხმაურა.  

საქართველოს მთავრობას აქვს გეგმა, მოლაპარაკება აწარმოოს 400 კომპანიასთან, რომელიც შესაძლოა გეგმავდეს ჩინეთიდან საწარმოების გატანას და ჩვენ უნდა ვეცადოთ საქართველოში ამ საწარმოების მოზიდვას. სამწუხაროდ, ამ იდეის განხორციელებისთვის, მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი. მას სჭირდება შესაბამისი ბიზნეს გარემო, საინვესტიციო გარემო და შესაბამისი მთავრობა. სამწუხაროდ, არც ერთი და არც მეორე საქართველოს დღეს არ გააჩნია, - ამბობს ლელოს წარმომადგენელი გიგლა მიქაუტაძე.

პოლიტიკოსის თქმით, ამ პროექტის განხორციელებას ქვეყანაში შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური გარემოს შექმნა სჭირდება, რისი სურვილიც მთავრობას არ გააჩნია.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი