საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხილვა იურიდიული კონფლიქტის ფონზე იწყება. ქართულმა ოცნებამ პარლამენტს უკვე წარუდგინა სამუშაო ვერსია, რომელიც საერთო შეფასებით ნომინალურ ცვლილებებს გულისხმობს.
შარლ მიშელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შედგენილ დოკუმენტში მმართველმა პარტიამ მხოლოდ ცესკოს წევრების რაოდენობა გაზარდა, საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის დაშორება მოითხოვა და თითო ოლქში 5 უბნის გადათვლის მექანიზმი შემოიღო.
პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს ცვლილებები საკმარისი არ არის.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ "ოცნების" ეს პროექტი ქვეყანას არჩევნების გაყალბებისგან ვერ დაიცავს.
ამავე თემაზე:
საარჩევნო რეფორმა - არასაპარლამენტო ოპოზიცია ალტერნატიულ პროექტზე მუშაობს