ნიკა მელია უკრაინიდან თბილისში დაბრუნდა

გამოქვეყნდა:

ენმ-ს თავმჯდომარე თბილისში დაბრუნდა. ნიკა მელია კიევში, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად 16 მაისს გაემგზავრა

"ახლაც კი დღეს, 12 საათზე მაქვს შეხვედრა კოლეგებთან, ხვალ გაგრძელდება, ზეგიდან რეგიონებში გავდივართ და თვის ბოლოსთვის მზად ვიქნებით მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის მისაღები" - ამბობს ნიკა მელია.

ენმ-მ ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - შევა თუ არა პარლამენტში. საბოლოო გადაწყვეტილება წესით რამდენიმე დღეში უნდა გაირკვეს, მას შემდეგ, რაც პარტია პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს და ამ საკითხზე იმსჯელებს. 

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია- ძალა ერთობაშია პარლამენტში შესვლა-არშესვლის შესახებ კვლევას ატარებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი