გოგი წულაია პარტიას აფუძნებს: "მინიმუმი იქნება რომ მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში"

გამოქვეყნდა:

პატიმრობაში მყოფი გოგი წულაია პარტიას აფუძნებს. წულაიას მიმართვა ფეისბუქ გვერდზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ის გულშემატკივრებს მიმართავს და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს:

მოგესალმებით მეგობრებო, მხარდამჭერებო და უბრალოდ გულშემატკივრებო გლდანის 18-ე სამკურნალო სასჯელაღსრულების 405 საკნიდან .

მინდა გითხრათ , რომ როდესაც დავტოვე პარტია "თავისუფალი საქართველო" , ერთ ვარიანტად განვიხილავდი პარტიის ჩამოყალიბებას , ნუ აქ ყოფნამ საბოლოოდ გადამაწყვეტინა პარტიის დაარსება.

პარტიის პროგრამა მინიმუმი იქნება რომ მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და მოვიცვათ ყველა სოფელი და რეგიონი . ამაზე ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო რადგან თუ ვინმე ოდესმე მისმენდა , იცის რა დამოკიდებულება მაქვს სოციალური და საერთო სამართლიანობის მიმართ , ასევე თვითმმართველობის გაძლიერების მიმართ , რომ ახლანდელი თვითმმართველობა არის მხოლოდ ბუტაფორია და მეტი არაფერი და ასევე რა მიდგომები მაქვს ახალ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ადგილობრივ მრეწველობის განვითარებაზე აი ეს იქნება პროგრამა მაქსიმუმი , რადგან ჩვენს ქვეყანაში მივაღწიოთ რეალურ თვითმმართველობას , სამართლიანობას და მრეწველობას , რომელიც გადაარჩენს ქვეყანას.

მინდა ვთხოვო ჩემს მხარდამჭერებს , მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს ვინც თვლის რომ ჩემი 6 წლით ციხეში გამოკეტვა არის უსამართლობა დამიჭიროთ მხარი და დამეხმაროთ პარტიის დაფუძნებაში .

გამოხატეთ თქვენი აზრი თუ ხართ მზად თანამშრომლობისთვის და ერთად ბრძოლისთვის.

თქვენი გოგი წულაია , მადლობა ყველა იმ ადამინს ვინც მხარს მიჭერთ ამ უსამართლო ბრძოლაში და მომავალშიც აპირებთ დამეხმაროთ როგორც პარტიის შექმნაში ასევე თავისუფლებისთვის ბრძოლაში !" ნათქვამია გოგი წულაიას განცხადებაში.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი