ეს რეფორმა დააზღვევს ქვეყანას სპეკულაციებისგან არჩევნების გაყალბება-არგაყალბებასთან დაკავშირებით-პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

8 თვიანი პერიპეტიები იყო სპეკულაცია გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით და ეს რეფორმა და პროცედურები, აღარ დატოვებს არანაირ სივრცეს, რომ რაიმე სპეკულაცია ამ სახით არსებობდეს - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, მომავალ კვირას პლენარულ სხდომაზე ცვლილებათა პროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ კვირას პლენარულ სხდომაზე ეს პროექტი პირველი მოსმენით იქნება მიღებული. რაც შეეხება იმ საკითხს, რას დააზღვევს და არ დააზღვევს განსახორციელებელი ცვლილებები, უპირველეს ყოვლისა, ეს რეფორმა დააზღვევს ჩვენს ქვეყანას სპეკულაციებისგან არჩევნების გაყალბება-არგაყალბებასთან დაკავშირებით. ჩვენ რასაც ვხედავდით ამ რვა თვის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა ვხედავთ, რომ ოპოზიცია უარს ამბობს საგამოძიებო კომისიაში მიიღოს მონაწილეობა, აჩვენებს, რომ 8-თვიანი პერიპეტიები იყო სპეკულაცია გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით და ეს რეფორმა და პროცედურები, რომლებიც იქ იქნა ჩაწერილი, აღარ დატოვებს არანაირ სივრცეს, რომ რაიმე სპეკულაცია ამ სახით არსებობდეს,“- თქვა პაპუაშვილმა.

პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა გრძელდება. დოკუმენტს დღეს იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი