სანდოობის გაზრდის თვალსაზრისით, ვფიქრობ, თამარ ჟვანიაც შეიცვალოს ახალი თავმჯდომარით - სამადაშვილი

გამოქვეყნდა:

სასწრაფოდ არის გასატარებელი ის საარჩევნო რეფორმა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და "ნაციონალური მოძრაობა" რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება ამაში, მით უკეთესი იქნება ამ პარტიისთვის და მისი პოლიტიკური ინტერესებისთვის - აცხადებს სალომე სამადაშვილი საარჩევნო რეფორმასა და მის ყოფილ პარტიაზე საუბრისას.

სამადაშვილის თქმით, საარჩევნო რეფორმის შედეგად იცვლება ცესკოს ადმინისტრაციის დაკომპლექტების პრინციპები, რაც საზოგადოებაში საარჩევნო სისტემის მიმართ სანდოობას გაზრდის, თუმცა დეპუტატი ფიქრობს, რომ მეტი სანდოობისთვის, თამარ ჟვანიაც უნდა შეიცვალოს:

მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია ახალ სისტემაში მისი უფლებამოსილებები საკმარისად შეზღუდული იქნება, იმისთვის, რომ მან გადამწყვეტი ზეგავლენა ვერ მოახდინოს საარჩევნო პროცესზე, არჩევნების მიმართ სანდოობის ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით, ვფიქრობ, თამარ ჟვანიაც შეიცვალოს ახალი თავმჯდომარით, რომელიც დამტკიცებული იქნება ახალი წესით პარლამენტის მიერ“" ამბობს ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი. 

პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა გრძელდება. დოკუმენტს დღეს იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი