
არსებული ინფორმაციით, კომენდანტის საათის დროს, მაღაზია "ბიუ ბიუს" 5 ფილიალი გაქურდეს თბილისსა და რუსთავში. შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. თბილისში გაქურდულია ოთხი, რუსთავში კი -1 მაღაზია.
წაღებულია ნავაჭრი თანხა. ტერიტორიაზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები.
mtavari.tv -ის ინფორმაციას უდასტურებს შსს-ში. მომხდარ შემთხვევებზე გამოძიება ქურდობის მუხლებით დაიწყო.