კანონმდებლობის შეცვლა საკმარისი არაა, საარჩევნო კომისია და მისი თავმჯდომარე უნდა მიდიოდეს თანამდებობიდან - ხაზარაძე

გამოქვეყნდა:

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მხოლოდ კანონმდებლობის შეცვლა საკმარისი არ არის და ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნების ფონზე, საარჩევნო კომისია და მისი თავმჯდომარე  თანამდებობიდან უნდა მიდიოდნენ.

"ვფიქრობ, რომ როცა ასეთი დონის საკითხი დგება და შეფასება არის, რომ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარდა, ბუნებრივია, ეს უნდა ითვალისწინებდეს იმას, რომ საარჩევნო კომისია და მისი თავმჯდომარე უნდა მიდიოდეს თანამდებობიდან. მარტო კანონმდებლობის შეცვლა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ უახლოესი არჩევნები ჩატარდეს ნდობის მაღალ ხარისხში. შესაბამისად, სამუშაოები დამთავრებულია. ჩვენმა ფრაქციამ საკმაოდ სერიოზული სამუშაო ჩაატარა და ხვალ ვიხილავთ საბოლოო კანონს პროექტის სახით",- განაცხადა ხაზარაძემ.

გუშინ 7-საათიანი განხილვის შემდეგ პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი