ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა

გამოქვეყნდა:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ "ქართული ოცნების" დეპუტატი, მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა. ის სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს.

ქვრივიშვილი მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს წევრიცაა, პარლამენტში კი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.

პარლამენტში არჩევამდე ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი