ეკონომიკის მინისტრი კომუნიკაციის პრობლემას აღიარებს - ნათია თურნავამ ნამოხვანჰესთან დაკავშირებით და რესპუბლიკის მოედანზე იმდინარე პროტესტზე განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა.

მისივე თქმით, კომუნიკაციის ნაკლებობის პრობლემა ჰქონდა ინვესტორსაც და მთავრობასაც რის გამოც მოსახლეობამ ვერ შეძლო რეალური სურათი დაენახა.

თურნავამ რიონის ხეობის მცველების ულტიმატუმსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ გადადგომას არ აპირებს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ეს აქამდეც გვითქვამს, რომ თუ კი რაიმეს პრობლემა იყო, ეს იყო სწორი, გამართული კომუნიკაციის პრობლემა. იცით, რომ მაინც და მაინც გადამწყვეტ ეტაპს პროექტის დაემთხვა პანდემია, პანდემიამ ზოგადად გაართულა ძალიან ბევრი პროცესი, მაგრამ ნამდვილად იყო ნაკლებობა კომუნიკაციის ყველა მხრიდან, ინვესტორის მხრიდანაც, მთავრობის მხრიდანაც, და აქედან გამომდინარე მოხდა სწორედ ის, რომ ძალიან ბევრი ტყუილ-მართალი ვრცელდებოდა პროექტის ირგვლივ, რამაც რეალური სურათის დანახვა შეაფერხა", - თქვა ნათია თურნავამ. 

მისივე განცხადებით, ღარიბაშვილისგან დავალების მიღების შემდეგ "ძალიან გააქტიურებულია" საუბარი ზოგადად ენერგეტიკაზე, ენერგოპოლიტიკაზე და მსგავს საკითხებზე. მისივე თქმით, საკითხი სწორი კომუნიკაციის ფარგლებში აღმოიფხვრება და "ყველაფერი თავის ადგილზე დადგება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი