სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი გატაცება - Ryanair-ის დირექტორი მინსკის ინციდენტზე

გამოქვეყნდა:

ავიაკომპანია Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი ათენი-ვილნიუსის რეისის მინსკში დასმას, "სახელმწიფოს მიერ დაკვეთილ გატაცებად" აფასებს.

"როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანი იყო ჟურნალისტისა და მისი თანმხლები პირის მოშორება… ჩვენ გვჯერა, რომ აეროპორტში თვითმფრინავიდან კგბ-ს რამდენიმე აგენტიც ჩავიდა. ეს იყო სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი, მხარდაჭერილი გატაცება…- თქვა მან. 

ავიაკომპანიის დირექტორის თქმით, დაელოდებიან ევროპელი ლიდერების მითითებებს და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა რეაგირება ექნებათ მომხდარზე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი