ძლიერად პათოგენური ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქება 46 ქვეყანაში დაფიქსირდა

გამოქვეყნდა:

სანამ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ მუხლჩაუხრელი ბრძოლა მიმდინარეობს, 2020 წელს სხვა მომაკვდინებელი პათოგენის ეპიდაფეთქება მოხდა, რომელმაც შესაძლოა მოსახლეობის ჯანმრთელობას უდიდესი საფრთხე შეუქმნას.

ძლიერად პათოგენური ფრინველის გრიპის ერთ-ერთი ქვეტიპი H5N8 ათწლეულების წინ აღმოაჩინეს, მაგრამ 2020 წელს მომხდარმა ეპიდაფეთქებებმა უამრავ ქვეყანაში მილიონობით ფრინველის სიკვდილი გამოიწვია.
ერთ-ერთი ვირუსოლოგის თქმით, რომელმაც სტატია ჟურნალ Science-ში გამოაქვეყნა, H5N8 დიდ საფრთხეს წარმოადგენს, თუ მას ყურადღებას არ მივაქცევთ.

მართალია, ამ პათოგენის მიმართ ყველაზე მოწყვლადები სხვადასხვა ტიპის ფრინველები არიან (მათ შორის შინაური ქათმები და ბატები, ასევე გარეული და გადამფრენი ფრინველები), ბოლო ხანებში ვირუსი ადამიანებსაც დაუდასტურდათ.

ძლიერად პათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსის პირველი დადასტურებული ეპიდაფეთქება ჩიტებში ჯერ კიდევ 1959 წელს შოტლანდიაში მოხდა, სადაც ინფექციის გამომწვევი H5N1 იყო. ამ უკანასკნელმა და მისმა სხვა მუტაციებმა (მათ შორის იყო H5N8) ათასობით ეპიდაფეთქების გამოიწვია მსოფლიოს მასშტაბით, დიდი ლეტალურობით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი