სავალდებულოდ შესასრულებელი - კონგრესმენ კინზინგერის გამოხმაურება

გამოქვეყნდა:

ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების მკაცრ გზავნილს, რომელიც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და 8 მარტს დადებულ შეთანხმებას ეხებოდა, ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი გამოეხმაურა. 

საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ტვიტერის საკუთარ გვერდზე ღია და მკაფიო  პოსტს აქვეყნებს:

სრულყოფილად ნათქვამია. ეს არის სავალდებულო, რომ ბოლოს და ბოლოს შესრულდეს შეთანხმება და მხარეებმა მუშაობა გააგრძელონ, - წერს კონგრესმენი.

საქართველოს ხელისუფლებამ  მორიგი მკაცრი გზავნილი დასავლელი პარტნიორებისგან დღეს მიიღო. დოკუმენტში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგებოდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი