მინსკში დაკავებული ჟურნალისტის დედის ინფორმაციით, მისი შვილი კლინიკაში, კრიტიკულ მდგომარეობაშია

გამოქვეყნდა:

ბელარუსში დაკავებული ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დედის თქმით, სამედიცინო წრეებიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მისი შვილი ჰოსპიტალიზებულია და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

როგორც ნატალია პროტასევიჩმა ადგილობრივ მედიას უთხრა, არ გამორიცხავს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლე იყოს. მისივე თქმით, მის შვილს გულის პრობლემებიც აწუხებდა.

გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებაში ამტკიცებენ, რომ რომან პროტასევიჩი მინსკში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არ დაუჩივლია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი