ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩაშალონ - სუბარი რიონის ხეობის მცველებზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები კანონის დარღვევას ეცდებიან, მათ წინააღმდეგ კანონი იმოქმედებს.

რაც შეეხება 26 მაისს დაანონსებულ აქციას, მმართველი გუნდის წევრი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ აქტივისტები დამოუკიდებლობის დღეს აქციის გამართვას ვერ შეძლებენ.

"ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მათ უნდა ჰქონდეთ გრანდიოზული აქცია, რომ ვერ გააკეთებენ აქციას ეს ცალკე საქმეა, მაგრამ პრაქტიკულად ისინი ცდილობენ ჩაშალონ საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი დღე ჩვენი ერის ისტორიაში.
ძალიან არ მინდა, რომ მათ ნებსით ნუ უნებლიედ შეასრულონ იმ ადამიანების სურვილი, რომლებისთვისაც ეს დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს",- თქვა სუბარმა.

გუშინ, 24 მაისს რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა მომდევნო მასშტაბური აქცია 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს დააანონსა და საზოგადოებას მოუწოდა, რომ აღლუმის ნაცვლად, ნამახვანჰესის აქციაზე მივიდნენ.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნები უცვლელია - გავიდეს კომპანია "ენკა" რიონის ხეობიდან, გაუქმდეს გაფორმებული ხელშეკრულება და ჰესის მშენებლობაზე გამოცხადდეს მორატორიუმი. გარდა ამისა აქციის ორგანიზატორები ითხოვენ ეკონომიკის მინისტრმა თანამდებობა დატოვეს და დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ყველას, ვინც თურქულ კომპანიასთან, ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობდა. 

ამავე თემაზე:

ულტიმატუმის ენაზე მთავრობის წევრების შეფასება არაადეკვატურია - გოლეთიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი