ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით კამათი იყო პარლამენტის სხდომაზეც. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ნდობა არ აქვს, მათ ის ადამიანებიც არ ენდობიან ვისთვისაც ჰესი უნდა აშენდეს. ხელისუფლება კი აქცენტი ოპონენტებზე გადააქვს.
"ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებმაც ვერ გაიგეს პასუხი ვერცერთ შეკითხვაზე, რაც უკავშირდება ჰესის მშენებლობას და ჩამოვიდნენ თბილისში, თქვენი პრემიერ-მინისტრი დასცინის დღეს მათ და ბნელებს ეძახის იმის ნაცვლად, რომ პასუხი გასცეს. ეს პასუხები უნდა ისმოდეს პარლამენტში, მე მაინტერესებს სად არის ეკონომიკის კომიტეტი და რატომ არ იწვევს მოსმენაზე ქალბატონ თურნავას",- თქვა სალომე სამადაშვილმა.
"ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ხელისუფლების მიმართ ხალხის უნდობლობაზე საუბრობს - " არ არსებობს "ქართული ოცნების" და მისი მთავრობის მიმართ ნდობა. არ გენდობათ ის ხალხი, ვისთვისაც, თითქოს, ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს"
"ქართული ოცნების" დეპუტატების თქმით, ოპოზიცია მათს ადგილას ჰესებს მოსახლეობის ჩართულობის გარეშე ააშენებდა.
"სამართლებრივი ცვლილების მომსწრე ვარ, რომელიც 2012 წლამდე ხდებოდა.როდესაც პირდაპირ ხდებოდა ჰესების გახსნა, არათუ დაანონსება. რატომ არცერთი ოპოზიციის წარმომადგენელი არ ამბობს, მოდი, არ ავაშენოთ ჰესები? იმიტომ, რომ ააშენებდით უფრო მეტს და ააშენებდით ისე, რომ არცერთი ადგილობრივი მოსახლეობა არ იქნებოდა ჩართული",- თქვა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.
ამავე თემაზე: