ასე ვერ გაგრძელდება, ინფორმაციის ჩაკეტვა ყოველმხრივ საზიანოა - სარჯველაძე ნინოწმინდაზე

გამოქვეყნდა:

"ვითარება მოითხოვს უსწრაფესად დაუყონებლივ შეცვლას, სწორ, ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებას" -  ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ნინოწმინდის პანსიონში შექმნილ მდგომარეობას. 

მისი განცხადებით, ინფორმაციის ჩაკეტვა და დახურვა ყველამხრივ საზიანოა, პირველ რიგში, ბავშვებისთვის.

"შექმნილია ვითარება, რომელიც ასე ვერ გაგრძელდება, სამწუხაროდ. აქვე მინდა ვთხოვო ყველას, რომ ნურავინ ეცდება რომელიმე მხარე წარმოაჩინოს შავ ფერში და რომელიმე თეთრ ფერში და ასე გაიყოს ვითარება. უკლებლივ ყველას ჩართულობით და მეც მინდა მზადყოფნა გამოვხატო და ვთქვა, რომ საჯაროდ ვაფიქსირებ, რომ ვითარება მოითხოვს უსწრაფესად დაუყონებლივ შეცვლას, სწორ, ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებას. შესაბამისად, ჩემი თხოვნაა ყველას მიმართ, ინფორმაციის დახურვა, ჩაკეტვა არის ყოველმხრივ საზიანო პირველ რიგში ამ ბავშვთა სახლისთვის",- თქვა  სარჯველაძემ.

ცნობისთვის,  15 აპრილს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მონიტორინგის განსახორციელებლად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს.

სახალხო დამცველი წლებია ამბობს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი