"პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პროგრესი საარჩევნო სისტემისკენ" - მორიგი გაფრთხილება ვაშინგტონიდან

გამოქვეყნდა:

ევროპული დიპლომატების შემდეგ "ქართული ოცნება" მორიგ გაფრთხილებას ახლა უკვე ვაშინგტონიდან იღებს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული პოსტით საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, 8 მარტს მიღწეული შეთანხმება შეასრულოს. 

მე მოველი საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან, რომ სრულად შეასრულონ მარტის შეთანხმება, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემისკენ, - წერს სენატორი. 

ელჩების განცხადებას ტვიტერზე გამოეხმაურა ადამ კინზინგერიც. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ამბობს, რომ "უკიდურესად მნიშვნელოვანია ეს შეთანხმება საბოლოოდ შესრულდეს".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი