გაუმარჯოს საქართველოს! - კარლ ჰარცელი ქვეყანაში გატარებული წლების შთაბეჭდილებებს გვიზიარებს

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აქ გატარებული 2 წლისა და 9 თვის შთაბეჭდილებებს უზიარებს. ელჩი ამბობს, რომ საქართველოში გატარებული თითქმის 3 წლის განმავლობაში ყოველთვის აკვირვებდა ამ ქვეყნის მრავალფეროვნება, სითბო და ტემპერამენტი.

ჰარცელი აღნიშნავს, რომ საქართველო ულამაზესი ქვეყანაა მიუხედავად იმისა თუ რომელ კუთხეში იმყოფებით, აქვს შთამბეჭდავი კულტურული მემკვიდრეობები, ჰყავს შემოქმედებითი და ამბიციური ადამიანები.

"საქართველომ განვითარების ევროპული გზა აირჩია. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ  ძალიან მყარი ურთიერთობა გვაქვს. ამის მაგალითია უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი წვდომა ევროკავშირის ბაზარზე და რეკორდული რაოდენობის ქართველი სტუდენტი, რომელიც განათლებას ევროპაში იღებს.

ევროკავშირი ამაყობს იმით, რომ ის საქართველოს უახლოესი პარტნიორია, განსაკუთრებით COVID პანდემიის პირობებში, როდესაც ევროკავშირმა დაამტკიცა, რომ ნამდვილი მეგობარი გაჭირვებაში შეიცნობა.

ჩვენ დღეს საქართველოს განახლების დღის წესრიგის ნაწილი ვართ, ვეხმარებით რა ფერმერებს, ბიზნესებს და რეგიონებს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის.  

ჩვენ ერთად უკვე ძალიან ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომდევნო წლებში საქართველო და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ჩვენი პარტნიორობიდან კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს.

გაუმარჯოს საქართველოს! - ამბობს კარლ ჰარცელი. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი