სამწუხაროდ, არსებობს სახელმწიფოები, რომლებიც თავისუფლებას დომინირებისა და სხვებისთვის ძალაუფლების ჩამორთმევის ჭრილში განსაზღვრავენ, ჩვენ ვამბობთ - არას! - ეს განცხადება პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდამ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
"უნდა გვახსოვდეს, რომ ერთხელ მოპოვებული თავისუფლება არასდროს არის მარადი. როგორც ჩემი თანამემამულე, წინდა იოანე პავლე მეორე აღნიშნავდა, ადამიანს თავისუფლება აქვს მინიჭებული, მაგრამ ასევე აქვს "მიბარებული", ამიტომაც უნდა ვიზრუნოთ მასხე და დავიცვათ ის სრული პასუხისმგებლობით. მიმაჩნია, რომ იგივე ეხება სახელმწიდოებსა და ერებს. სამწუხაროდ არსებობს სახელმწიფოები, რომლებსაც მიაჩნიათ სრულიად სხვაგვარად და მოქმედებენ განსხვავებულად – ისინი საკუთარ თავისუფლებას განსაზღვრავენ დომინირებისა და სხვებისთვის თავისუფლების ძალადობით ჩამორთმევის ჭრილში. ეს იცოდა ასევე აწ გარდაცვლილმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს გმირული მისიის დროს, საქართველოზე რუსული არმიის შეტევის დაწყების შემდეგ აქვე ახლოს, პარლამენტის შენობის წინ სიტყვით გამოვიდა. მაშინ მან აღნიშნა: "პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩვენმა მეზობელებმა ჩრდილოეთიდან, ჩვენთვის ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდანაც, გვაჩვენეს სახე, რომელსაც ასეული წლებია ვიცნობთ. მათ მიაჩნიათ, რომ ირგვლივ მდებარე სახელწიფოები მათ დაქვემდებარებაში უნდა იყვნენ. ჩვენ ვამბობთ არას! ეს ქვეყანა არის რუსეთი. ამ ქვეყანას მიაჩნია, რომ სულ რაღაც 20 წლის წინ დაშლილი იმპერიის დაბრუნების დრო დადგა, რომ დომინაცია კვლავ გახდება ამ რეგიონის დამახასიათებელი ნიშანი. ვერ გახდება! ეს დრო ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა".
არ შეიძლება უფლება მივცეთ, რომ ოცდამეერთე საუკუნეში რომელიმე სახელმწიფომ გააგრძელოს იმერიალისტური და აგრესიული პოლიტიკა საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით. იმისათვის, რომ ეს არ დავუშვათ, საჭიროა ვიზრუნოთ საერთაშორისო ინსტიტუტების განმტკიცებაზე და მოვითხოვოთ სახელმწიფოთაშორისი სოლიდარობა. ჩვენი ერთობა და სოლიდარობა წინ უნდა აღუდგეს იმპერიალისტურ მარშსს!
ამიტომაც ვარ დღეს თქვენთან ერთად და მინდა ხმამაღლა გავიმეორო, რომ გაერთიანებულ ევროპაში და ნატოში არის საკმარისი ადგილი ჩვენი მეგობრებისთვის აღმოსავლეთი ევროპიდან: საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვასთვის. განსაკუთრებით ასხლა, ამჟამინდელ ვითარებაში, შენარჩუნებული უნდა იქნას ნატოს "ღია კარის" პოლიტიკა", - თქვა მან.
პრეზიდენტმა ხაზაგსმით აღნიშნა, რომ პოლონეთის და პოლონელების სახით საქართველოს საიმედო მოკავშირე ჰყავს, რომელიც ყველა ღონეს იხმარს, რათა მხარი დაუჭიროს მის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ.
ამავე თემზაზე: