დაუშვებელია ამ საკითხის ქუჩაში, ულტიმატუმებით გარჩევა - ზალკალიანი ნამახვანზე

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი რიონის ხეობის მცველების პროტესტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ენეგროუსაფრთხოება ეროვნული უსფართხოების ნაწილია. მისი თქმით, დაუშვებელია ამ საკითხის ქუჩაში, ულტიმატუმებით გარჩევა.

"ენერგოუსაფრთხოება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია. თითოეული ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის, პირველ რიგში უზრუნველყოფს საკუთარ ენერგო ენერგოუსაფრთხოებას. ყოვლად დაუშვებელია ამ საკითხის ქუჩაში, ულტიმატუმებით გარჩევა. ხელისუფლების მხრიდან არის მზაობა, შეთავაზება სხვადასხვა ფორმატების გამოყენების, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით", - თქვა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მცველები დღეს, 26 მაისს 16:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან სადაც მსვლელობის გეგმას გააჟღერებენ. საღამოს მათ გუმათში დაბრუნება დააანონსეს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი