ხელისუფლებამ ეს პანაშვიდი აქცია ორ პანაშვიდად, სადაც არის შავი ჯიპების პანაშვიდი მათთვის -ანა დოლიძე

გამოქვეყნდა:

გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოქალქო პანაშვიდზე სამების ტაძარში დამსწრეები რამდენიმე შესასვლელიდან შედიოდნენ, ერთ-ერთ შესასვლელში მხოლოდ მთავრობის წევრები დაიშვებოდნენ

ეროვნული გმირის ხსოვნის პატივსაცემად მისული ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამოქალაქო პანაშვიდზე დასწრების განსხვავებული სტანდარტები დაუშვებელი და მიუღებელია. 

"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს, რომ ყველას გვაქვს შესაძლებლობა, გავიხსენოთ ასეთი დიდი მხედართმთავარი და დიდი ადამიანი. ამავდროულად ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს პანაშვიდი აქცია ორ პანაშვიდად, სადაც არის შავი ჯიპების პანაშვიდი მათთვის და ჩვეულებრივი ადამიანების პანაშვიდი",- თქვა ანა დოლიძემ. 

ცნობისთვის, ეროვნული გმირი, გიორგი კვინიტაძე მთაწმინდის პანთეონში ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დაკრძალეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი