ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ოკეანეში ეშვება | აშშ-ს საზღვაო ძალების ახალი ვიდეო

გამოქვეყნდა:

სფეროს ფორმის ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ამო) ჰაერში ლივლივებს, გვერდულად მოძრაობს და შემდეგ, როგორც კადრებში ჩანს, ოკეანეში ყვინთავს. ვიდეო მასალები რეჟისორმა ჯერემი კორბელმა გაავრცელა, რომელიც ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე დოკუმენტურ ფილმებს ამზადებს.

მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონის სპიკერმა დაადასტურა, რომ აშშ-ს საზღვაო ძალებმა რეალურად გადაიღო ეს კადრები, მას დამატებითი კომენტარი გადაღების ადგილსა და თარიღზე არ გაუკეთებია.

14 მაისს, ჯერემი კორბელმა თავის ვებ-გვერდზე ამოუცნობ ობიექტზე დაწერა, რომ „აშშ-ს საზღვაო ძალებმა გადაიღეს „სფერული“ ფორმის ამოუცნობი მფრინავი ობიექტები არაამქვეყნიურად განვითარებული ხომალდები“ - ხომალდი, რომელსაც ჰაერსა და წყალში შეუძლია მოძრაობა.

► მსგავსი: პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ვიდეოს ავთენტურობა დაადასტურა

მონიტორზე გადაღებულ ვიდეო კლიპში ჩანს მუქი და მრგვალი ლაქა, რომელიც ჰორიზონტის ოდნავ ზემოთ ლივლივებს.

ვიდეო მასალაში მამაკაცის ხმებიც ისმის, ერთ-ერთი ამბობს: „took off, bookin' it“ - აფრინდა, მოსწყდა ადგილს. ამას იმ დროს ამბობენ, როდესაც ობიექტი მონიტორს ჰორიზონტალურად კვეთს. 

კორბელის თქმით, სცენამ „პიკს მაშინ მიაღწია“, როდესაც სფერული ლაქა წყალში ეშვება და ერთ-ერთი ხმა ამბობს, როდესაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტი უჩინარდება: „ვუაჰ, [წყალში] ჩავარდა!“

Live Science-ის თანახმად, ამო-ებთან დაკავშირებული უფრო მეტ ინფორმაციას პენტაგონი მომდევნო კვირებში გაავრცელებს. მაგრამ თუ არ შეგიძლიათ მოთმენა, შეგიძლიათ საკუთარი გამოძიება დაიწყოთ და ამერიკის მთავრობის სამი ათწლეულის ერთ დროს საიდუმლო მასალები ნახოთ. ახალი ონლაინ-არქივი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დეკლასიფიცირებულ 2700-ზე მეტ გვერდიან რეპორტებს მოიცავს, რომლებიც 1980-იანი წლებით თარიღდება. დოკუმენტები „ინფორმაციის აქტის თავისუფლებით“ მოიპოვეს. ის PDF დოკუმენტებად The Black Vault-ის ვებ-გვერდზე კონ გრინვოლდმა ატვირთა.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი