სისტემა ბოლომდე მიტაცებულია - სასამართლო კლანმა მმართველ საბჭოში გავლენები კიდევ უფრო გაიმყარა. საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების მოწოდებების სრული იგნორირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანის ინტერესების გამტარი პირები დაინიშნა.
დღევანდელი გადაწყვეტილებით "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ ღიად აჩვენა, რომ ხელისუფლება არ აპირებს შარლ მიშელის დოკუმენტთით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის გატარებას. პროცესი, სამოქალაქო ატვისტების, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკოსების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა იმით, რაც გარეთ ხდებოდა, არ შეწუხებულან კლანის წევრები, რომლებმაც სასამართლო სისტემა ბოლომდე მიიტაცეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეული წევრები არიან:
მათი სახელები არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. თემურ გოგოხია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თამჯდომარის ნიკა მელიას საქმის მოსამართლე იყო, 20 ივნისის საქმეზე მელიას გირაო სწორედ მან შეუფარდა.
ასევე მათ შორისაა "ბირჟა მაფიის" საქმის მოსამართლე, ბადრი შონია. საქმე სასამართლოში დაუსაბუთებელი მიზეზით შეწყდა.
იხილეთ ასევე: