ვასაძე არის სწორედ "პატრიოტთა ალიანსის" ჩამნაცვლებელი "ოცნებისთვის" - ოპოზიციის შეფასება

გამოქვეყნდა:

"როგორც პოლიტიკური პარტია და არ უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა", - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ხატია დეკანოიძე  "მთავარი არხის" მიერ ექსკულზიურად გავრცელებულ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს 26 მაისს, როგორ ხვდება პრორუსული ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერი ლევან ვასაძე კრემლის მთავარ იდეოლოგ ალექსანდრ დუგინს. 

"საფრთხე ის არის რომ ლევან ვასაძეს ჰყოფნის თავხედობა და უტიფრობა, რომ ღიად დეკლარირებული განცხადებების შემდეგ საქართველოში წარმოჩინდეს, როგორც ახალი პოლიტიკური პლატფორმის დამაარსებელი ის, რა თქმა უნდა, იქნება რუსული ინტერესების გამტარებელი. თუ აპირებს ვასაძე, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა ღიად მოღალატეობრივი პოზიციის გამო არ უნდა დარეგისტრირდეს, როგორც პოლიტიკური პარტია და არ უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

დამოიკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი კი ამბობს, რომ ლევან ვასაძის პარტია "ქართული ოცნების" სატელიტური პროექტია, რომელითაც "პატრიოტთა ალიანსის" ჩანაცვლებას აპირებს.

"ოცნებას" ძალიან აწყობს, როდესაც არსებობს სხვა პარტია, რომელიც იკავებს ღიად პრორუსლ ნიშას, რომელიც დადის მოსკოვში და ხვდება იქ პოლიტიკოსებსა თუ იდეოლოგებს. უკვე შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით "პატრიოტთა ალიანსი" არის გაკოტრებული პოლიტიკური პარტია და არ გამოვრიცხავ იმას, რომ ბატონი ვასაძე არის სწორედ "პატრიოტთა ალიანსის" ჩამნაცვლებელი "ქართული ოცნებისთვის", როგორც სატელიტური პროექტი", - ამბობს სალომე სამადაშვილი.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი