კონკრეტული, ფინანსურად ძლიერი დამფინანსებლები ჰყავდა ამ აქციას - კობახიძე "ნამოხვანჰესზე"

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ნამოხვანჰესის მოწინააღდეგეთა აქციის დაფინანსებაზე საუბრობს და ამბობს, რომ აქციებს "კონკრეტული" და "ფინანსურად ძლიერი" დამფინანსებელი ჰყავს:

რამდენიმე ათეული ათასი იხარჯებოდა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული, ფინანსურად ძლიერი დამფინანსებლები ჰყავდა ამ აქციას - ამბობს კობახიძე.

მისივე თქმით, თანხების დეკლარირებაზე უარის თქმა აქციის ორგანიზატორების მხრიდან, ეჭვებს ამძაფრებს.

კობახიძე მიესალმება, რომ თბილისში, ე.წ. პარალიზება აღარ მომხდარა და იმედი აქვს, რომ "ასეთივე რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ აქციის ორგანიზატორები ამ შემთხვევაშიც". საუბარია ფინანსების გამჭვირვალობაზე.

რიონის ხეობის მცველები დედაქალაქში 23 მაისს ჩამოვიდნენ. ისინი აქციებს რესპუბლიკის მოედანზე მართავდნენ, გაიშალა კარვებიც, გუშინ, 26 მაისს კი აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, პროტესტის მონაწილეები ისევ ხეობაში დაბრუნდნენ, სადაც მათ ისევ დახვდათ რკინის ბარიკადები გუმათის შესასვლელთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი