
არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. ადვოკატ თამარ თედლიაშვილის ინფორმაციით, გადაწყვეტილება დღეს, ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ, გამომძიებელმა მიიღო:
დაკავებული ვიზუალურადაც და დედის გადმოცემითაც არის ფსიქიკური ნაკლის მქონე, ამიტომ ბრალის წარდგენას ესწრებოდა თარჯიმანიც და გამომძიებლისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ მას დაუყოვნებლივ, შემჭიდროებულ ვადებში დაენიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა - ამბობს თედლიაშვილი.
არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. პროკურატურამ გ.ზ.-ს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა.