ევროპის სიღრმეებში დამალული ვულკანები შესაძლოა უცხო სიცოცხლის ნიშანი იყოს

გამოქვეყნდა:

იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა ყოველთვის იქცევდა თავისი უცნაურობით მეცნიერთა ყურადღებას. ასტრონომები დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ მზის სისტემაში სიცოცხლის მოსაძებნად ყინულოვანი ევროპა საუკეთესო ადგილია. მიუხედავად იმისა, რომ თანამგზავრი კილომეტრობით სისქის ყინულითაა დაფარული, მისი აქტივობების მიხედვით, ზედაპირის ქვეშ თხევადი წყლის ოკეანე უნდა არსებობდეს. ის იუპიტერთან გრავიტაციული ურთიერთქმედების ხარჯზე იკუმშება და იშლება, შედეგად, მისი შიგნეულობა ცხელდება და ყინული დნება. თუმცა, ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა, რომელსაც დეტალური კვლევები და კოსმოსური მისიების გაგზავნა სჭირდება.

ახალი მოდელირების მიხედვით კი, კლდოვანი მანტია, რომელიც სქელი ყინულისა და მარილიანი ოკეანის ქვეშ მდებარეობს, შესაძლოა იმდენად ცხელი იყოს, რომ მას ვულკანური აქტივობების წარმოქმნა შეეძლოს. მოდელირებამ უფრო მეტიც აჩვენა: ციური სხეულის 4,5 მილიარდიანი არსებობის ისტორიაში, მანტია დროის უმეტეს ნაწილში ასეთი ცხელი იყო.

ამ კვლევით შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ევროპის ზღვის ფსკერზე სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობაა.

ჩვენი აღმოჩენები დამატებით ინფორმაციას იძლევა იმის თაობაზე, რომ ევროპის ქვეზედაპირული ოკეანე სიცოცხლის დასაწყებად ხელსაყრელი გარემოა. ევროპა ის ერთ-ერთი უიშვიათესი ციური სხეულია, რომელმაც მოახერხა და ვულკანური აქტივობა მილიარდობით წლების განმავლობაში შეინარჩუნა. - ამბობს გეოფიზიკოსი მარია ბეჰუნკოვა ჩეხეთის ჩარლზის უნივერსიტეტიდან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი