"მთავარ არხს აქვს წვდომა რუსულ სპეცსამსახურებზე" - ლევან ვასაძე დუგინთან შეხვედრის შესახებ გავრცელებული კადრების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და "მთავარი არხი" სპეცსამსახურებთან კავშირში და თვალთვალში დაადანაშაულა.
ვასაძე გავრცელებულ ვიდეომასალაზე ამბობს, რომ ეს იყო "თვალთვალის სპეციალური ოპერაცია".
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ლევან ვასაძე მოსკოვში, პუტინის მთავარ პროპაგანდისტს, ალექსანდრე დუგინს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ვიდეოკადრები "მთავარმა არხმა" მოიპოვა, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში გავრცელდა.