ვისურვებდი მთავრობის კონსტრუქციული მიდგომა დაინახონ - წულუკიანი რიონის მცველებზე

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს იმედი აქვს, რომ რიონის ხეობის მცველები და პროტესტის მონაწილეები მთავრობის კონსტრუქციულ მიდგომას დაინახავენ. მისივე თქმით, სახელმწიფოს კარი დიალოგისთვის ღიაა.

"კარგი იქნება, ვისურვებდი ყოველ შემთხვევაში, რომ პროტესტის ავტორებმა დაინახონ მთავრობის და ეკონომიკური გუნდის მიდგომა, რომელიც არის აბსოლუტურად კონსტრუქციული. თქვენ იცით, რომ ეკონომიკის სამინისტრომ შესაბამის უწყებებთან ერთად შეაჩერა კაშხლის მშენებლობა, რაც გამოიხატა მორატორიუმის ფორმით. ასევე, არის მოწვეული არაერთი უცხოელი ექსპერტი. [...] 

ვფიქრობ, სახელმწიფოს მიმართ ღიაა კარი და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან კონსტრუქციული მიდგომა სახეზეა, იმედია ამას ყველა დაინახავს და დიალოგი იქნება შედეგზე ორიენტირებული", - თქვა თეა წულუკიანმა

ცნობისთვის, რიონის ხეობის მცველები 214 დღეა ნამახვანჰესის აშენებას აპროტესტებენ. აქტივისტებს გუმათის ორივე შესასვლელი გადაკეტილი აქვთ და აპირებენ, რომ "ენკას" ტექნიკას ადგილზე შესვლის საშუალება არ მისცენ. პარალელურად, შსს-მ გუმათში მათ მიერვე აღმართული რკინის კედლის დაზიანების შესასწავლად გამოძიება დაიწყო. 

27 მაისს, აქტივისტებსა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირების დროს კი 8 პირი დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი