საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის დიასპორას პოლიტიკური წარმომადგენლობა სჭირდება. ამის შესახებ მან დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიასპორის წევრებს უფლება უნდა მივანიჭოთ, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქრთველოს დემოკრატიულ პროცესში.
"ჩვენს დიასპორას პოლიტიკური წარმომადგენლობა სჭირდება. დიასპორის დღეს მთელ ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ გაერთიანდეს ამ იდეის ირგვლივ, რომ ჩვენმა დიასპორამ პარლამენტში მოიპოვოს საკუთარი ხმა და საკუთარი ინტერესების წარმოჩენის უფლება ანუ რაღაც ფორმით წარმომადგენლობა. მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქის ჩაბმა სახელმწიფოს მშენებლობაში პრიორიტეტი უნდა იყოს.
ეს კი აუცილებელია, რამეთუ საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებები პირდაპირ გავლენას ახდენს საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების ცხოვრებაზე - დაწყებული საკუთრების უფლებიდან და "მოქალაქეობის შესახებ" კანონით დასრულებული. პარლამენტში დიასპორის სათანადო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა ასევე დემოკრატიულ პრინციპებს ეყრდნობა", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, უნდა იმუშაონ ისეთი ინსტრუმენტების შექმნაზე, რომელიც დიასპორას შესაძლებლობას მისცემს პირდაპირი კავშირი ჰქონდეთ საქართველოში პოტენციურ საინვესტიციო სფეროებთან, სტარტაპებთან, რეგიონულ პროექტებთან.
იხილეთ ასევე: