მარნეულის მერის მოადგილე გადადგა

გამოქვეყნდა:

მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ თანამდებობა დატოვა, - ინფორმაციას რადიო "მარნეული" ავრცელებს. 

როგორც გამოცემას მერიაში უთხრეს, სამსახურიდან წასვლის შეაახებ ლობჯანიძის განცხადება დღეს, 28 მაისს, დაკმაყოფილდა. უწყებაში განმარტავენ, რომ ლაშა ლობჯანიძემ დაკავებული თანამდებობა კერძო სექტორში დასაქმების გამო დატოვა. ლაშა ლობჯანიძე მარენულის მერის მოადგილე 2017 წლის დეკემბერში გახდა.  

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიაში, ლობჯანიძის მიერ სამსახურიდან წასვლის შემდეგ, მერის ერთი მოადგილე დარჩა. ქენან ომაროვი მარნეულის მერის მოადგილედ 2020 წელს დაინიშნა. მარნეულს ამ ეტაპზე მერიც არ ჰყავს, მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძეა. 

ლაშა ლობჟანიძის მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი, სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე.

მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჟანიძე "გადადგა" ეს ერთ-ერთია ვინც მიიღო მონაწილეობა ჩემი ძმის სამსახურიდან გაშვებაში! ყველა კრიმინალი/ქოცზონდერი, ადრე თუ გვიან აუცილებლად აგებს პასუხს ყველაფერზე!, - წერს მუმლაძე Facebook-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი