ტიკ-ტოკერის მანქანაზე ჩიტმა ბუდე გაიკეთა | მას მანქანის გადაადგილება აეკრძალა

გამოქვეყნდა:

მამაკაცს მას შემდეგ აეკრძალა საკუთარი მანქანის გადაადგილება, რაც კანონით დაცული სახეობის წარმომადგენელმა ერთ-ერთმა გვრიტმა მამაკაცის მანქანაზე გაიკეთა ბუდე.

გუშინ, ტიკ-ტოკერი Hero_JP მიწისქვეშა გარაჟში ბრუნდებოდა, როდესაც თავის მანქანას გადააწყდა. მანქანას მისთვის სიურპრიზი ჰქონდა: ის მანქანა აღარ იყო, ხის მოვალეობას ასრულებდა როგორც ფუნქციურად, ისე მანევრის თვალსაზრისით.

საქარე მინაზე გვრიტმა ბუდე გაიკეთა და, მძღოლისდა სამწუხაროდ, გვრიტის ეს კონკრეტული სახეობა ფრინველების კანონითაა დაცული, უფრო ზუსტად კი „გადამფრენი ფრინველების შეთანხმების აქტით“.

კარგი, გთხოვთ, ბინძურ მანქანას ყურადღება არ მიაქციოთ. ანუ, მართლა რა უნდა ვქნა? უბრალოდ დავძრა მანქანა? - ამბობდა დაბნეული თავის ვიდეოში.

მან ჩიტის გონივრული განსჯით გადარწმუნება სცადა და ეუბნებოდა, რომ მისი მანქანის გარდა სხვა ადგილებიც იყო და, გარდა ამისა, ის მშიერი იყო, თუმცა, ჩიტი ჯიუტად იჯდა თავის ახალ და მყუდრო ბუდეში.

საბოლოოდ, ტიკ-ტოკერმა გადაწყვიტა, რომ მანქანა დაეძრა და ჩიტი დაერწმუნებინა, რომ მისი ადგილი აქ არ იყო. ჩიტმა დატოვა იქაურობა. თუმცა, როდესაც შიგნით ჩაიხედა, აღმოაჩინა, რომ ჩიტს კვერცხი უკვე დაედო. ამის გამო მან თავი დამნაშავედ იგრძნო და მანქანა თავდაპირველ ადგილას დააპარკინგა იმ იმედით, რომ ჩიტი უკან მობრუნდებოდა.

მისი გეგმა იყო, რომ ჩიტის ბუდე ძირს დაედო, თუმცა, ამანაც არ იმუშავა. ჩიტი მაინც ბრუნდებოდა მანქანასთან, ამიტომ მან მანქანის უკანა მხარეს მოათავსა ყუთში ჩადებული ბუდე და ადგილობრივ ველური ბუნების მაშველებს დაუკავშირდა. მათ უთხრეს, რომ „როგორც კი ჩიტი კვერცხს დადებს, მას ფედერალური კანონი იცავს, ამიტომ მე მისი გადაადგილება არ შემიძლია“.

აქედან გამომდინარე, მისი მანქანა უკვე ხეა.

აშშ-ს თევზებისა და ველური ბუნების სერვისის (USFWS) თანახმად, „ჩიტების ბუდეების უმეტესობას
გადამფრენი ფრინველების შეთანხმების აქტი იცავს. ამ აქტის თანახმად, აკრძალულია იმ ბუდეების დანგრევა, რომლებშიც კვერცხები დევს ან ბარტყები ცხოვრობენ ან ისეთი ახალგაზრდა ჩიტები, რომლებიც გადარჩენისთვის კვლავ ბუდეზე არიან დამოკიდებულნი“.

თუმცა, USFWS-ის თანახმად, ბუდეების გადაადგილება უიშვიათეს შემთხვევებში შეიძლება:

უშვიათეს შემთხვევებში, USFWS-მა შეიძლება აქტიური ბუდეების გადაადგილების ნებართვა გასცეს. ბუდის მოშორება მაშინაა შესაძლებელი, როცა კონკრეტული ბუდე ადამიანის ჯანმრთელობასა და/ან უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, ან ჩიტს მეყსეულ საფრთხეში აგდებს. ასეთ შემთხვევაში, დანგრევამდე საჭიროა, რომ მოითმინოთ, სანამ ბუდე არააქტიური გახდება. - წერს USFWS თავის ვებ-გვერდზე.

Hero_JP წერს, რო მას ბუდის ნელ-ნელა გადაადგილება უსაფრთხო ადგილას ურჩიეს იმ იმედით, რომ ჩიტი ამ ყველაფერს ვერ შენიშნავდა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი